среда, 16 апреля 2014 г.
вторник, 15 апреля 2014 г.
ღმერთო, დაგვილოცე საქართველო!
ღმერთო, დაგვილოცე საქართველო,
მუხლდაჩოქილი შეგთხოვ.
დაიფაროდე ყველა ავისგან,
ხელი მოუმართე ღმერთო!
იმდენი განსაცდელი გამოიარა,
მგონი დრო არის, ეყო.
სისხლი რაც დაღვარა ,
ცრემლი რაც უღვრია
საკმარისია ღმერთო.
ერთი ათასადო,
შვილი გაუმრავლე
პასუხი გასცენ მტერსო,
თორემ გადაგვთელეს,
სტუმრად მოსულებმა
ჩვენით ისარგებლეს ღმერთო.
ჩვენ კი ვიძინეთ და
ბრძოლა დაგვავიწყდა
და გავზარმაცდით ღმერთო
დროა გავიღვიძოთ ,
დროა გამოვფხიზლდეთ,
სამშობლოს სანთლად ვენთოთ.
გაშლილი დროშით,
ქართული სულით
ისევ ძველებურად ღმერთო.
კვლავ მოისურვე
ქვეყნის გაბრწყინება,
ქვეყნის გადარჩენა ისევ
რომ დაიბადოს გმირი
ქვეყნის მხსნელი
რომელსაც ყველა ველით.
იქნება ჩვენი წინამძღოლი
მეორე მესია, მხსნელი.
понедельник, 14 апреля 2014 г.
თვითმართველობის არჩევნების იმიტაცია
1. პროექტის
სახელწოდება: თვითმართველობის
არჩევნების იმიტაცია.
2. პროექტის მთავარი იდეა(თემა)1- 2 წინადადებით: მოსწავლეები მოიძიებენ, იკვლევენ და ეცნობიან თვითმართველობის არჩევნების წესებს , ხვდებიან თვითმართველობის
წევრებს , ატარებენ არჩევნების ორგანიზებასა
და იმიტაციას .
მოსწავლეებს შეუძლიათ შექმნან სხვადასხვა სახის თვალსაჩინოება : პლაკატები, ბიულეტინები, განცხადების ფორმები,არჩევნების თანმიმდევრობა. კანდიდატების დარეგისტრირება წინასაარჩევნო შეხვედრები მოწყობა ამომრჩევლებთან , პრობლემის წამოჭრა და გადაჭრა, დებატ- დისკუსიის გამართვა.
მოსწავლეები იღებენ ვიდეოს და სამახსოვრო ფოტოსურათებს .
მოსწავლეებს შეუძლიათ შექმნან სხვადასხვა სახის თვალსაჩინოება : პლაკატები, ბიულეტინები, განცხადების ფორმები,არჩევნების თანმიმდევრობა. კანდიდატების დარეგისტრირება წინასაარჩევნო შეხვედრები მოწყობა ამომრჩევლებთან , პრობლემის წამოჭრა და გადაჭრა, დებატ- დისკუსიის გამართვა.
მოსწავლეები იღებენ ვიდეოს და სამახსოვრო ფოტოსურათებს .
3. პროექტის
აქტუალობა:პროექტში მონაწილე ბავშვები იკვლევენ და მუშაობენ შემდეგ საკითხებზე:ადამიანის უფლებებზე , მოქალაქეობრივ უფლება-მოვალეობებზე,
დემოკრატიულ საწყისებზე დაყრდნობით,ვის და როგორ შეუძლია ამ არჩევნებში მონაწილეობის მიღება, რას ნიშნავს ეს პროცესი მოსწავლეებისათვის , მათი მშობლებისათვისა და ბებია- ბაბუისათვის, საერთოდ სამოქალაქო
საზოგადოებისათვის.
4. პროექტის მიზნები: აღიზარდნენ საქართველოს კანონმორჩილი მოქალაქეები და ჩვენი სოფლის გულ- შემატკივრები
, კომუნიკაბელურები, კრიტიკულები და არჩევანის უნარის მქონე სრულფასოვანი მოქალაქეები.
5.მონაწილეთა ასაკი:14-15(IXკლასი)
5.მონაწილეთა ასაკი:14-15(IXკლასი)
6.ვადები/ხანგრძლივობა:1-თვე
7.მოსალოდნელი
შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: შესაბამისი ლიტერატურისა და ინფორმაციის მოძიება, ინტერვიუს გაკეთება თვითმართველობის წევრებთან ვიდეოსა და სურათების გადაღება.
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
დაფა, ცარცი, ტრიბუნა, საარჩევნო კაბინა, ფოტო-აპარატი და ფოტო კამერა.
9.პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები): კლასის დაყოფა ჯგუფებად, თვითმართველობის წევრებთან
შეხვედრა , საარჩევნო კომისიის შექმნა,კანდიდატების დარეგისტრირება, ამომრჩევლებთან კანდიდატების
წინასაარჩევნო შეხვედრა, დებატები
, საარჩევნო კაბინისა და ოთახის მოწყობა, ხმების დათვლა და გამოქვეყნება. (შეფასება
და თვით შეფასება)
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო
გეგმასთან კავშირი: სამოქალაქო
განათლება, ისტორია, ისტ
11.პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი): თემურ წიკლაური სსიპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ
ახალი სამგორის საჯარო სკოლის ისტორიის, სამოქალაქო განათლების და საგზაო ნიშნები და
მოძრაობის უსაფრთხოების პედაგოგი.
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:tsiklauridavit @gmail .com
13.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:
воскресенье, 13 апреля 2014 г.
მხოლოდ ერთს!
მხოლოდ ერთს,
მამა ღმერთს,
ვლოცულობ,
ვადიდებ,
აქედან ,
მანამდეს,
ვსულდგულობ სანამდეს.
უნდა დავმდაბლდე,
და ანდა ავმაღლდე,
თუ სურდეს უფალ ღმერთს ,
უნდა დავთანხმდე.
ვცოცხლობ და გავლაღდე,
იქამდე სანამდე,
უნდოდეს მამა ღმერთს
და წუთი დამთავრდეს
და წამი არ დამრჩეს.
ბოლომდე დაცლამდე,
სიკეთის მარაგი ,
ულევად მსურს გავცე
დავცალო მარაგი,
საჩემოდ არ დამრჩეს,
რომ მოვკვდე უფალთან,
პირნათლად მსურს წარვდგე,
სხეული დამიწდეს
სული კი ამაღლდეს,
თავს უნდა ვაჯობო
და გრძნობებს არ ავყვე
მუდმივად ყოველ დღე,
მე ვცოცხლობ სადამდეს,
უფალი მახსოვდეს,
უფალი მიყვარდეს!
მამა ღმერთს,
ვლოცულობ,
ვადიდებ,
აქედან ,
მანამდეს,
ვსულდგულობ სანამდეს.
უნდა დავმდაბლდე,
და ანდა ავმაღლდე,
თუ სურდეს უფალ ღმერთს ,
უნდა დავთანხმდე.
ვცოცხლობ და გავლაღდე,
იქამდე სანამდე,
უნდოდეს მამა ღმერთს
და წუთი დამთავრდეს
და წამი არ დამრჩეს.
ბოლომდე დაცლამდე,
სიკეთის მარაგი ,
ულევად მსურს გავცე
დავცალო მარაგი,
საჩემოდ არ დამრჩეს,
რომ მოვკვდე უფალთან,
პირნათლად მსურს წარვდგე,
სხეული დამიწდეს
სული კი ამაღლდეს,
თავს უნდა ვაჯობო
და გრძნობებს არ ავყვე
მუდმივად ყოველ დღე,
მე ვცოცხლობ სადამდეს,
უფალი მახსოვდეს,
უფალი მიყვარდეს!
суббота, 12 апреля 2014 г.
Подписаться на:
Сообщения (Atom)