![](https://blogger.googleusercontent.com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEjVFYlOyNXtof6YnY9ErR2pj7Gh8hojFhuvrsNn8YUfg2rS0ulf09EaJicRgSIGIoNfZ8TsozDVNh8awq_ELtHutXxrMUDvYDASJXWF-VVr4jCs7CzzW0BDwmHSuXIp0uoMNJgkGMBvuF-2/s1600/images+(11).jpg)
ღმერთო, დაგვილოცე საქართველო!
ღმერთო, დაგვილოცე საქართველო,
მუხლდაჩოქილი შეგთხოვ.
დაიფაროდე ყველა ავისგან,
ხელი მოუმართე ღმერთო!
იმდენი განსაცდელი გამოიარა,
მგონი დრო არის, ეყო.
სისხლი რაც დაღვარა ,
ცრემლი რაც უღვრია
საკმარისია ღმერთო.
ერთი ათასადო,
შვილი გაუმრავლე
პასუხი გასცენ მტერსო,
თორემ გადაგვთელეს,
![](https://blogger.googleusercontent.com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEjPnMjKcZUfB8rBUG3E7VYaIx2CBntfrB_fcL6z0oreY3xaKdMLTvEPG9cXxYM0I9rWy6VPYZ7IGyCIY9MfQp-PatBaldYgWGPhxCNYTLez_qwTdX6RAHfRL1yn9gs4XmsRrrYnW9_-B_sa/s1600/images+(1).jpg)
ჩვენით ისარგებლეს ღმერთო.
ჩვენ კი ვიძინეთ და
ბრძოლა დაგვავიწყდა
და გავზარმაცდით ღმერთო
დროა გავიღვიძოთ ,
დროა გამოვფხიზლდეთ,
სამშობლოს სანთლად ვენთოთ.
გაშლილი დროშით,
ქართული სულით
ისევ ძველებურად ღმერთო.
კვლავ მოისურვე
![](https://blogger.googleusercontent.com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEjI89RFlGnpB-IN803z8Ung-dYKPScLh4KASdqDH0f10H-i2Kx7MhxWGwnZqrXvGYHvPMBCyGg_xNMQDEN1xDj9nDs0BA9Py23ErJuk5irONik9TbcRozVjFiIPWFpv687euGOd1oop_w0v/s1600/download.jpg)
ქვეყნის გადარჩენა ისევ
რომ დაიბადოს გმირი
ქვეყნის მხსნელი
რომელსაც ყველა ველით.
იქნება ჩვენი წინამძღოლი
მეორე მესია, მხსნელი.
Комментариев нет:
Отправить комментарий